ივერიონი / ომის დროს დაკავებული სერჟანტები მათი საქმის გამოძიებას მოითხოვენ

ომის დროს დაკავებული სერჟანტები მათი საქმის გამოძიებას მოითხოვენ

სენაკის სამხედრო ნაწილის ყოფილი სერჟანტები მათი საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.


11 სერჟანტი 2008 წლის 6 აგვისტოს ერთიდაიგივე ბრალდებით დააკავეს. ყველა მათგანს ნარკოტიკების შენახვა-გასაღება ედებოდათ ბრალად, რაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


სერჟანტები 3 თვეში 2 000 ლარის გადახდის შემდეგ პირობით გაათავისუფლეს.


სამხედროების განცხადებით, მათ საქმეში ბევრი გაურკვეველი დეტალია, რადგან უცნობია, ვის დასჭირდა 2008 წელს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, სამხედრო ნაწილიდან ათმეთაურების და ოცმეთაურების დაკავება. 


სამხედროები მათი საქმის გამოძიებას და რეაბილიტაციას მოითხოვენ.


სენაკის სამხედრო ნაწილის ყოფილი სერჟანტები მათი საქმის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადებას ხვალ შეიტანენ.

4-12-2012, 14:31
უკან დაბრუნება