ივერიონი / არჩილ კბილაშვილი: საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს!

არჩილ კბილაშვილი: საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს!

"აუცილებელია, პროკურატურასა და   საზოგადოებას შორის ჩამოყალიბდეს ის ურთიერთობა, რომელიც მედიის საშუალებით ხორციელდება", - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.


მისი თქმით, ამ სახის შეხვედრები გაგრძელდება რეგულარულად და ჟურნალისტების ყველა კითხვას შეძლებისდაგვარად გაეცემა პასუხები. ასევე არჩილ კბილაშვილმა ისაუბრა ახალი ხელმძღვანელობის და პროკურატურის განახლებული ადმინისტრაციის პირობებში იმ საქმეების შესახებ, რომლებიც პროკურატურაში შევიდა. მან ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რამდენ პატიმარს მოეხსნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.


 გამოძიებაში სისხლლის სამართლებრივი დევნა შეუწყდა 12  ბრალდებულს, მათ შორის: გორის პროკურორს, დასავლეთის საოლქო პროკურატურას, ზუგდიდის, დიდუბის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურებს. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოში ბრალდება მოეხსნა 16 ბრალდებულს. "ერთ-ერთი გიორგი ხარატიშვილია, რომელსაც ბრალი მოვუხსენით დაუსწრებლად და მან ეს არც კი იცის", - განმარტა პროკურორმა.


ასევე სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი 3 ბრალდებულის მიმართ, აღმკვეთი ღონისძიება კი, შეეფარდა 2 ბრალდებულს. აღკვეთის გარეშე დარჩა ერთი ბრალდებული, ხოლო ბრალდება შეეცვალა 14 მსჯავრდებულს.


 არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მოხდა საკადრო ცვლილებები. პროკურატურამ დაითხოვა რამდენიმე ძველი კადრი და მიიღო ახალი 51 თანამშრომელი.


პროკურორმა საკუთარი მოსაზრებები მრავალ საკითხთან დაკავშირებით კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართა.  ჩატაევის ამბავთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ განიხილავს  არსებულ საკითხს და სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.


ის ასევე მზადყოფნას გამოთქვამს იგორ გიორგაძის საქმესთან მიმართებაში, გურამ სირაძის, ზურა ჟვანიას, გირგვლიანისა და რობაქიძის თუ სხვათა საქმეების შესწავლასთან დაკავშირებით, ის  თვლის რომ აქ დროის ფაქტორია გადამწყვეტი.


რაც შეეხება ბედუკაძისა და "ობიექტივის" დავას, ყველასთვის კარგად ცნობილ ციხის კადრებთან დაკავშირებით, კბილაშვილის განცხადებით, ჩატარებულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.


პროკურორის განმარტებით, ირაკლი ოქროაშვილი დაიკითხა რობაქიძისა და ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით , გამოიკვეთა ახალი დეტალები, ხვალ იგეგმება გამომძიებლების შეხვედრა ირაკლი ოქროაშვილთან. ამ დაკითხვების საფუძველზე კიდევ ბევრი ადამიანი ემზადება დასაკითხად, რომელთა გვარების  დასახელებისგან გამოძიების დასრულებამდე არჩილ კბილაშვილი თავს იკავებს.


 "მიუხედავად იმისა რომ რიცხვების დასახელება მეტად საპასუხისმგებლო საკითხია უახლოესი 10 დღის მანძილზე ვგეგმავთ ციხის ამბების განხილვასაც. რაც შეეხება პროკურორების დანიშვნას, ის უნდა განხორციელდეს პრემიერ-მინისტრის მიერ და არა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში. ამჟამად ვსწავლობთ, როგორც თავდაცვის სამინისტროს საქმეებს, ისე მერიის ეს სიფრთხილეს მოითხოვს, აჩქარება არ შეიძლება, საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

4-12-2012, 15:03
უკან დაბრუნება