ივერიონი / ვის ხარჯზე შეეზღუდება უფლებები იუსტიციის მინისტრს?

ვის ხარჯზე შეეზღუდება უფლებები იუსტიციის მინისტრს?

პარლამენტში შესული კანონპროექტების მიხედვით, მთავარი პროკურორის უფლებების გაზრდის ხარჯზე, უფლებამოსილება ეზღუდება იუსტიციის მინისტრს. საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელეების, ასევე სახალხო დამცველის მიმართ საგამოძიებო ღონისძიების დაწყებისა და მათი პასუხისმგებლობის საკითხს იუსტიციის მინისტრის ნაცვლად მთავარი პროკურორი გადაწყვეტს.


პარლამენტში შესული რამდენიმე კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წინადადებას იუსტიციის მინისტრის გარდა, მთავარი პროკურორი შეიტანს.


ასევე, პროკურორი წარადგენს დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის, საქართველოს პრეზიდენტობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის დაკავებას, დაპატიმრებას, ჩხრეკვის შესახებ მოთხოვნას.


ომბუდსმენის დანაშაულის ფაქტზე წასწრების შემთხვევაში, მისი დაკავების ან გათავისუფლების შესახებ წინადადებას საქართველოს პარლამენტს მთავარი პროკურორი წარუდგენს.

ეს ინიციატივები პარლამენტს კობა დავითაშვილა წარუდგინა, თუმცა მისი განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ დაწყებულა.

4-12-2012, 18:21
უკან დაბრუნება