ივერიონი / „ქართული ოცნება“ ისევ ლიდერობს!

„ქართული ოცნება“ ისევ ლიდერობს!

IRI-მ (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) მოცემულ მომენტში პოლიტიკური გაერთიანებების რეიტინგების დადგენის მიზნით მორიგი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.


კითხვაზე: ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, - ასეთი შედეგები მიიღეს:  კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერდა გამოიკითხულთა 63%, ხოლო 13% კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.


კვლევის შედეგები ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა.


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებით, რომელიც ორგანიზაციამ პოლიტიკურ პარტიებს უკვე გააცნო, მესამე ადგილზე მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატები" არიან. მათ გამოკითხულთა 3 % უჭერს მხარს.

4-12-2012, 18:45
უკან დაბრუნება