ივერიონი / რობერტ სტურუა: ამერიკის, ევროპის და საქართველოს გახრწნილო ლობისტებო, კანონი თქვენც მოგივლით!

რობერტ სტურუა: ამერიკის, ევროპის და საქართველოს გახრწნილო ლობისტებო, კანონი თქვენც მოგივლით!

გასულ კვირას, რობერტ სტურუა საქართველოში დაბრუნდა. დიდი ხანია მისგან საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებები აღარ მოგვისმენია, არადა, ყველას გვახსოვს მისი ხმამაღალი განცხადებები.


დაბრუნების შემდეგ, ის  ჩვეულ ამპლუაში გვევლინება და საქართვლოში მიმდინარე ბოლოდროირნდელ მოვლენებსაც აფასებს.


სტურუა საკუთარ შეფასებას „ფეისბუქის“გვერდზე ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:


„ო, ლობისტებო, ლობისტებო! შემოგაკლდათ ქართველი ხალხის ფული, რომელსაც ჩვენი ლამაზი მთავრობა გიხდიდათ? ო, ლობიზმი,- ვთქვათ პირდაპირ,- ო, ქრთამო, მექრთამეებო! დააკანონეთ ძარცვა პატარა ქვეყნების! ო, თვალთმაქცო ევროპა, ადამიანების უფლებებს ისტერიულად რომ გვიქადაგებთ,  ვეღარ გაწვდიან ქართველი ჩასუქებული ტირანჩიკები ჯამაგირს? ზამთრის კურორტებზე სეირნობა ვეღარ გამოგდით, ბავშვები ვერ დაისვენებენ შობის არდადეგებზე კორტინა დ'ამპეცოებში და ალპებში? იჭერენ თქვენ მათხოვარ ფავორიტებს? ო, ამერიკის ბობოლა ჩინოვნიკებო, დედამიწას თქვენ საკუთრებად რომ თვლით და საქართველოს ბედი კი ფეხებზე გკიდიათ? ცოტა ჭამეთ, არა? გაბრაზდით, არა? მაიამიში სახლებს ვეღარ ყიდულობთ? თუ სამართალი სამუდამოდ არ დაასამარეს ცივილიზაციის ერთგულმა შვილებმა (მე კი მჯერა, რომ ჯერ ცოცხალია), თქვენც მოგივლით კანონი, ღვთის კანონი მაინც. ო, გახრწნილო ლობისტებო, ამერიკის ევროპის და საქართველოსი“, - ნათქვამია რობერტ სტურუას განცხადებაში.

4-12-2012, 18:59
უკან დაბრუნება