"მოხარული ვარ, რომ ახალმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ერთგულება ამ კურსისადმი და საქართველოში არის ფართო კონსენსუსი ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რა თქმა უნდა, საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში", _ განაცხადა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.
რასმუსენის განცხადებით, პირველ ოქტომბერს წარმატებით და დემოკრატიულად ჩატარდა საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც ასევე მშვიდად და დემოკრატიულად ჩატარდება.
ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებას საქართველოს მიმართ, დადებითად აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და დასძენს:
"ნატოს გენერალური მდივნის განცხადება საქართველოსთვის ძალიან დადებითი იყო. მისი განცხადება, რომ საქართველო ნატოსთვის ძალიან კარგი პარტნიორია, მნიშვნელოვანია", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.