2012 წლის ბოლომდე დაფინანსება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაც ეზრდება.
2012 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტში უკვე ინიცირებულია, დამატებით 2,6 მილიონი ლარი ციხეების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მიიმართება.
გარდა ამისა, 0,2 მილიონი გაიზრდება ლარით პატიმართა მკურნალობის ხარჯები. ამასთან, დამატებით 0,3 მილიონი ლარი სამინისტროს აპარატის საშტატო რიცხოვნობის ზრდასა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის ხელფასების მოწესრიგებაზე მიიმართება.