ივერიონი / ,,უფლებადამცველთა გაერთიანება ,,თიბისი ბანკს" უჩივის

,,უფლებადამცველთა გაერთიანება ,,თიბისი ბანკს" უჩივის

,,თიბისი ბანკი" ავრცელებს დაუსაბუთებელ და შეურაცმხყოფელ განცხადებებს ,,უფლებადამცველთა გაერთიანების მისამართით, რაც ლახავს ყოველგვარი ეთიკის ნორმებსა და საჯარო ინტერესებს", - ამის შესახებ უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, ,,თიბისი ბანკის" მიერ გაკეთებული განცხადებით, შეიალახა როგორც მისი, ისე მთლიანად ორგანიზაციის პატივი და ღირსება და დაირღვა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი.


,,უფლებადამცველთა გაერთიანება" უახლოეს დღეებში საქალაქო სასამართლოში შეიტანს სარჩელს და "თიბისი ბანკისგან" საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს.


,,კვლავ ერთგულნი ვრჩებით იმ პოზიციისა, რომელიც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენს ანგარიშში - ,,თიბისი ბანკისა" და ხელისუფლების გარიგება "ელიტელექტრონიქსთან" დაკავშირებით" და კვლავაც მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის მთავრობამ და ,,თიბისი ბანკამა"" ,,ელიტელექტრონიქსის"" ხელმძღვანელის ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ სრულიად უსამართლო გარიგება მოაწყვეს", _ განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს ,,თიბისი ბანკმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ის ,,უფლებადამცველთა გაერთიანებას" ,,ელიტელექტრონიქსთან" დაკავშირებით ცრუ ბრალდებებსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში  ადანაშაულებს.

5-12-2012, 12:43
უკან დაბრუნება