ივერიონი / თბილისის მერიის თანამშრომლებს ხელფასი ეზრდებათ!

თბილისის მერიის თანამშრომლებს ხელფასი ეზრდებათ!

დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტით, თბილისის მერიის სამსახურების თანამშრომლებს მომავალი წლიდან ხელფასები 20%-ით გაეზრდებათ.


ამ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


ბიუჯეტის პროექტს თბილისის მერიაში ამ წუთებში განიხილავენ.

"თბილისის მერიის დაქვემდებარებაში და დაფინანსებაში მყოფ ყველა უწყებაში დაგეგმილია 20%-იანი სახელფასო ზრდა. აქ იგულისხმება ის კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ სერვისებს. ეს არის საბავშვო ბაღები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, დასუფთავების სამსახური და მასში შემავალი ყველა რგოლი _ დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, თბილისიის სატრანსპორტო კომპანია, სადაც 5 ათასამდე ადამიანი მუშაობს, ასევე თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები", - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

5-12-2012, 13:46
უკან დაბრუნება