თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი საქართველოში მინდინარე დაპატიმრებებით შეშფოთებულია. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება მარტო ბაჩო ახლაიას დაკავებით არ შემოიფარგლა.
მისი თქმით, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებით დაკავებულები არიან ახალაიას მეგობრები, რომლის ნათელი მაგალითიც, თენგიზ გუნავას დაკავებაა.
,,ახლაია ყველაზე მეტად ჯარში განვითარებული მოვლენების გამო წუხს, მაგალითად მეოთხე ბრიგადა საგამოძიებო იტოლატორადაა ქცეული. ინსტიტუტი, რომლის სიძლიერეზეც ქვეყანაა დამყარებული, მოტივაციას და ფუნქციას კარგავს,“ - განაცხადა ნადარეიშვილმა.
ბაჩო ახალაიას მეუღლე შეშფოთებას გამოთქვამს გენშტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძისა და შოთა ხიზანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც.
მისი თქმით, პოლიტიკური დაჭერები იმიტომ მიმდინარეობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წინასაარჩევნო დაპირებები გადაფაროს.
ნადარეიშვილის განცხადებით, ციხის გავრცელებული კადრების ნახვამ ყველა შეაშფოთა, თუმცა მათი ნამდვილობა ამ დრომდე არ არის შესწავლილი.