საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის თავჯდომარეს დეპუტატ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლის ჩხრეკის ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, ჩხრეკა უკანონოდ მოხდა და ამ ფაქტით შესაბამისი კომიტეტები უნდა დაინტერესდნენ.
ამის საპასუხოდ, დავით უსუფაშვილმა, ყველა ის დეპუტატი, ვინც მიიჩნევს, რომ მის მიმართ პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება, თავის კაბინეტში დაიბარა საქმის დეტალების უკეთ გასაცნობად.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟუაშვილის განცხადებით, ხალხმა არჩევანი სამართლიანობისთვის გააკეთა და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, უკანონობები წესით, აღარ უნდა ხდებოდეს.