დღეს საქართველოს პარლამენტს პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის შესახებ კანონპროექტი უნდა მიეღო, მაგრამ საკითხის განხილვა გადაიდო.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის სიაში მყოფ პატიმართა სია მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 3 წუთით ადრე გადაეცათ, ამიტომ მათ ვერ შეძლეს კანონპროექტის გაცნობა.
საპარლამენტო უმცირესობა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას და სამომავლოდ განხილვას მოითხოვს.
"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბასელიამ.
"ჩიორა თაქთაქიშვილი არც ერთ სხდომას არ დასწრებია, ყველა სხდომა იყო ღია. პატიმართა სია და მასთან დართული დოკუმენტაცია საჯარო იყო და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მას გაცნობოდა", - განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ისინი გუშინ ღამის 10 საათამდე ცდილობდნენ მიეღოთ ინფორმაცია აღნიშნულ სიაზე, თუმცა უშედეგოდ.