დღეს ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ერთი წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანმა მოთხოვნამ 7 520 000 ლარი შეადგინა. მინიმალური - 6.150%, მაქსიმალური - 6.450%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.283% საპროცენტო განაკვეთები დაფიქსირდა.