ივერიონი / გია ლორთქიფანიძე ისევ დაკითხეს

გია ლორთქიფანიძე ისევ დაკითხეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილის გია ლორთქიფანიძის დაკითხვა დასრულდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო განყოფილების დატოვების შემდეგ, ლორთქიფანიძე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ კითხვები მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ეხებოდა.


გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არც ლორთქიფანიძის ადვოკატი საუბრობს საქმის დეტალებზე.


შეგახსენებთ, რომ გია ლორთქიფანიძე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში მოწმის სტატუსით დაიბარეს. ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმეა აღძრული და არ არის გამორიცხული, მოწმის სტატუსით სხვებიჩ დაიბარონ.

5-12-2012, 18:18
უკან დაბრუნება