პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.
კანონი ამნისტიის შესახებ, პატიმრების გათავისუფლების გარდა, რამდენიმე ათასი პატიმრისთვის სასჯელის შემსუბუქებასაც ითვალისწინებს.
ამნისტია, პირველ რიგში, შეეხებათ: ქალებს, არასრულწლოვნებს და ეკონომიკური დანაშაულისთვის მსჯავრებულებს.
კომიტეტის სხდომაზე განხილვის შემდეგ, კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომას გადაეგზავნება.