დღეიდან 25-ე საყოველთაო ნათლობისთვის რეგისტრაცია იწყება. საბუთების მიღება 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ტრადიციისამებრ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჯვარდაწერილი წყვილების მე-3 და მომდევნო შვილებს მონათლავს.
ამ დროისთვის უწმინდესს უკვე 13 000 მეტი ნათლული ჰყავს.
საყოველთაო ნათლობის ზუსტი თარიღი უცნობია.