სოთბის აუქციონის გამოფენა-გაყიდვაზე სამი ქართველი მხატვრის ნამუშევრებს ირაკლი ფარჯიანის, მერაბ აბრამიშვილისა და კოტე სულაბერიძის ნამუშევრებს გაიტანენ.
ლონდონში, სოთბის აუქციონის გალერეაში კავკასიისა და ცენტრალური აზიის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით "გზაჯვარედინზე" გამოიფინება.
ინფორამციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
"ბაია გალერეას" ცნობით, 2013 წლის 4-12 მარტს, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის მხატვართა 1960-იანი წლებიდან დღემდე შესრულებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
"ბაია გალერეა" სოთბის გამოფენაზე წარადგენს "პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის საქართველოს პირველი რეგიონალური მონაწილეობა სოთბის აუქციონის გამოფენაზე. ვაზუსტებთ, რომ ეს არ არის აუქციონი, არამედ გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც მართავს სოტბის აუქციონი", - აცხადებენ "ბაია გალერეას" წარმომადგენლები.
სოთბის გამოფენამდე კი 8-12 დეკემბერს "ბაია გალერეა" პროექტს "ქართველი მხატვრები სოთბის აუქციონის გამოფენაზე" განახორციელებს, სადაც დამთვალიერებელი იმ სამ ნამუშევარს იხილავს, რომელიც ლონდონში იქნება წარმოდგენილი.