ივერიონი / 190 პოლიტპატიმარი და 25 პოლიტდევნილი

190 პოლიტპატიმარი და 25 პოლიტდევნილი

საქართველოს პარლამენტმა „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე“ დადგენილების პროექტი დაამტკიცა. პოლიტპატიმრის სტატუსი – 190-ს, პოლიტდევნილის სტატუსი კი 25 პირს მიენიჭა. დადგენილებას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 14-მა კანონმდებელმა მისცა.
ამავე დადგენილების თანახმად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს უმოკლეს ვადაში აღნიშნული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები.
 
ასევე, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იმ პირთათვის სამართლებრივი სტატუსისა და მარეაბილიტირებელი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც დაპატიმრებულნი იყვნენ პოლიტიკური ნიშნით და ამ დადგენილების მიღებამდე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
 
კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, სიის შედგენისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის N1900 რეზოლუციის მე-3 პუნქტის ა, ც, დ და ე ქვეპუნქტებით ხელმძღვანელობდა. მისივე თქმით, პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება პირის უდანაშაულოდ ცნობას არ ნიშნავს. ბესელია აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მიმართ პოლიტიკური ამნისტია განხორციელდება და ამასთან დაკავშირებით მუხლი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დაემატება.
 
კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა საბოლოო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანის საქმე განიხილა. არიან პირები, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა სამუშაო ჯგუფმა ვერ მოასწრო, რის გამოც მას მანდატი კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივდება.
 
პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭათ - გიორგი ქადაგიშვილს, გენადი არჩუაძეს, ბიძინა გიორგობიანს, გელა ნასყიდაშვილს, მიხეილ ქარელს, იასონ ჩიხლაძეს, ლევან ფხაკაძეს, ქიბარ ხალვაშს, ნიაზ ხალვაშს, მარინე ჭყონიას, ბადრი ბიწაძეს, ზურაბ გიგუაშვილს, გურამ გოგუას, ნიკა გელაშვილს, თემურ გიგაშვილს, მელიქ რაისიანს, გოჩა ვეტრიაკოვს, დავით ბეგიაშვილს, იანიკ ქარქუსოვს, ჯემალ ქარქუსოვს, ტარიელ ხალვაშს, მალხაზ ბაბლიძეს, ილია რამიშვილს, თეიმურაზ შენგელიას და გიგლა ბარამიძეს.
პოლიტპატიმართა სტატუსის მატარებელი პირები არიან:

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით

ადუაშვილი რევაზი, ნემსიწვერიძე მამუკა, ამბარცუმიანი ედუარდი, არევაძე თორნიკე, ახვლედიანი ვალერიანი, ბერიშვილი ლევანი, ბერაძე ზვიადი, ბიბილური ალექსანდრე, გამარჯობაძე ხვიჩა, გაჩეჩილაძე გივი, გოგალაძე ჯურხა, გოგოლიძე ლევანი, გოგოლაძე ვასილი, გოცირიძე კობა, გრძელივანიშვილი ერეკლე, დავითაძე ბეჟანი, ერაძე ალექსანდრე, ზაუტაშვილი ნიკოლოზი, ზურაშვილი შაქრია, კობაური კობა, მეფარიშვილი დავითი, მუხაშავრია გოჩა, მერებაშვილი ამირან, მანაგაძე დემურ, პეტრიაშვილი ბექა, ჟღენტი ოთარი, ჟღენტი თეიმურაზ, სამხარაძე ზაზა, სოლომონიძე ანზორი, სალუქვაძე გია, სტურუა ბახვა, ფარტენაძე დავითი, შუბითიძე აკაკი, ჩიღვინაძე ივანე, ჩიქვილაძე ზაზა, ჭეიშვილი დიმიტრი, ხუციშვილი ზურაბ, ძირკვაძე მერაბ, შენგელია მამუკა, გორგაძე მერაბი, გორდელაძე თემური, ანანიძე ცოტნე, მოსიძე ზურაბ, შარაშენიძე გუბაზ, გოგიტიძე გედევანი, ქველაძე ბადრი, კიკვიძე დავით. მოსიძე ზურაბი.
 
ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით:

კეშელავა ოლეგი, გოგუაძე ნიკოლოზი, ჩარკვიანი ვარლამი, სისაური მახარე, ცილიკიშვილი მიხეილი, მაისურაძე მიხეილი, გვიმრაძე ზაზა, აღაჯანაშვილი გიორგი, ბეროშვილი გიორგი, გურული ბორისი, თოდაძე კახაბერი, ცამბაია თეიმურაზი, ჩიტრეკაშვილი დავითი, ჩიტრეკაშვილი ზურაბი, გუნდიაშვილი ჯემალი, შუკაკიძე დავითი, ბესელია მამუკა, გელაშვილი ზურაბი, თუთარაშვილი დავითი, ჩიგოგიძე ბადრი, ჩიგოგიძე ბაქარ, ჩარბაძე ირაკლი, ღვალაძე რამაზ, სურამელაშვილი ჯემალ.
 
„დაიცავი საქართველოდან“:

მაისურაძე მერაბი, ლომიძე კონსტანტინე, დოლიძე ლევან, ჯოხაძე ანდრო.
 
მუხროვანის საქმე:

გორგიაშვილი შოთა, ფოცხვერაშვილი ბესიკი, ჯაჭავაძე ზვიადი, თოფურიძე ირაკი, ბეგოანია ალექსანდრე, გრიგალაშვილი ბექა, ბიბილაშვილი ნიკოლოზი, მიქაძე ზურაბი, მურჯიკნელი ზაზა, საბაშვილი ვანო, საგინაშვილი ვაჟა, საგინაშვილი იმედა, ოთანაძე კობა, ხოხაშვილი პაატა, ბზიშვილი ზურაბ, სამადალაშბვილი გიორგი, ჯოლბორდი კახა, დვალი კახა, ამირიძე ლევან, ხუცურაული ვაჟა.
 
„მოძრაობა ერთიანი საქართველოდან“:

ნადირაძე მარლენ, ნაოჭაშვილი თეიმურაზი, წურიაშვილი სიმონი, ხარებავა ზვიადი, გრძელიძე დავით, ბაბილოძე ჯონი, ადამია დიმიტრი.
 
„ენვერის“ საქმე:

გევორქიანი არმენ, გალოგრე რუსლანი, შიკოიანი რუბენი, სკრილნიკოვი იური, აბდულაევი ედუარდი, მესხიძე დავითი, კიღურაძე ბაკური, აბაშიძე ტარიელ, კაკაბაძე გელა, პლუჟნიკოვი ვიაჩესლავ, დიასამიძე გოჩა.
 
„ქართული პარტიიიდან“:

ბერიაშვილი თამაზ, იამანიძე შოთა, მერებაშვილი ფრიდონ, მახარაშვილი ვაჟა, გიგუაშვილი გალაქტიონ, ჯანჯალაშვილი ნიკოლოზ, ჩიხლაძე ჯიმშერ, ჩიხლაძე გიორგი, მაჭარაშვილი ხვიჩა, ჯამრელაშვილი დავით.
 
„ქართული ოცნებიდან“:

მაკარაძე ზაურ, კობახიძე ზაზა, მუმლაძე რევაზი, ანჯაფარიძე თეიმურაზ, საჯაია ზურაბ.
 
„სახალხო მართლმადიდებული მოძრაობა“:

აფხაიძე შოთა, ბლიაძე ზვიადი, ჩაჩუა ლევან, შალამბერიძე დავით, გაბედავა გიორგი, მაისურაძე რატი, გურჩიანი ჯაბა, ზუმბაძე ავთანდილი.
 
„სამოქალაქო ფრონტი“:

ვაჩნაძე მელორი, ჟვანია ზაალი, გოგინაშვილი შალვა, გოგიჩაიშვილი ლევანი, ჟვანია ლუარსაბი, დარასელია აკაკი.
 
„გაერთიანებული ოპოზიცია“:

გორგიაშვილი ლევან, გორგიაშვილი ბესო, მასურაშვილი ვახტანგ.
 
„ეროვნული ფორუმი“:

ჩალაური თევდორე, ნეფარიძე ზურა, სულაძე დიმიტრი.
 
„კონსერვატიული პარტია“:

კვეზერელი ნიკოლოზ, ხაინდრავა კახა, ჯიქია ჯონი.
 
„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“:

თავშავაძე ჯუმბერ, ჟორდანია გურამ.
 
„თავისუფალი საქართველო“:

ახალკაცი გიორგი, ბლიაძე პავლე, გველუკაშვილი მალხაზი, გოგიჩაშვილი გიგა, გოგლიჩიძე გიორგი, დევრიშაძე ფრიდონ, დემეტრაძე გიორგი, ზავრაშვილი გიორგი (რესპუბლიკური პარტია), ზერეკიზე გიორგი, თხელიძე ნანა, ლეონიძე ჯემალ, მაისაია ვახტანგ, მამედოვი კაზანფარ, მოლაშვილი თორნიკე, მურმანიშვილი ტარიელი, რამაზაaშვილი ლუკა, რატიშვილი მერაბ, საღინაძე ბათუ, ტატიშვილი დავით, ყეინიშვილი ზაზა, შალიკიანი ზურაბი, ჩხენკელი ლაშა, წითელაშვილი ტრისტანი, ჭუმბურიძე ალექსანდრე, ხვინთელიანი ბესარიონ, ალიმბარაშვილი დავით, ფარეშიშვილი მამუკა, შინჯიკაშვილი ზვიად, ყველაშვილი ივანე, სვანიძე პაატა, ლონდარიძე დავით, გორელაშვილი გიორგი, ჩაპლიგინი სერგეი, ექვთიმიშვილი გივი, გველესიანი შალვა, დალაქიშვილი ილია და ბაჩიაშვილი დავით.

6-12-2012, 11:24
უკან დაბრუნება