ივერიონი / პარლამენტი უჩა ნანუაშვილს უსმენს

პარლამენტი უჩა ნანუაშვილს უსმენს

პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატს _ უჩა ნანუაშვილს უსმენენ.


უჩა ნანუაშვილი შეხვედრაზე დეპუტატებს საკუთარ ხედვას და ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, სამომავლო გეგმებს აცნობს.


ნანუაშვილის თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება ადამიანი და სისტემის გაადამიანურება.


"დღეს მე წარვადგენ ჩემს პროგრამას. მე ვთვლი, რომ სახალხო დამცველის ოფისი უფრო უნდა გააქტიურდეს და მის საქმიანობაში უფრო მეტი ორგანიზაცია უნდა იყოს ჩართული", _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, უჩა ნანუაშვილი არის ძალიან კარგი კანდიდატი, მას აქვს შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია.


ხვალ სახალხი დამცველის დამტკიცების საკითხი პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად უნდა გაიტანონ.

6-12-2012, 13:42
უკან დაბრუნება