შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ უკანონოდ დამზადება-შეძენა-შენახვის ფაქტზე ოთხი პირი: 1973 წ. დაბადებული გიორგი ბ., 1972 წ. დაბადებული ვასილ მ., 1974 წ. დაბადებული ლევან ზ. და 1971 წ. დაბადებული ქართლოს ქ. დააკავეს. ამოღებულია 0,00207 გრამი ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშნებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს შსს კრიმინალური დეპარტამენტი იძიებს.