საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალი მთავრობისგან, პირველ რიგში, უმუშევრობის დაძლევას გამოკითხულთა 25% ელის.
IRI-ის კვლევის თანახმად, ახალი მთავრობისგან ძირითად მოლოდინად უმუშევრობის დაძლევას, პირველ რიგში, გამოკითხულთა 25%, ხოლო მეორე რიგში 43% ელოდება.
მთავრობისგან ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას – პირველ რიგში 11 %, მეორე რიგში კი 24% ვარაუდობს; ქვეყნის კეთილდღეობა – პირველ რიგში 6 %-ის აზრით გაუმჯობესდება, 9 % კი ფიქრობს, რომ ახალი მთავრობისგან ამ პრობლემის მოგვარებას მეორე რიგში უნდა ელოდოს;
კანონის უზენაესობის აღდგენა - 6 %, - 11 %;
პენსიების გაზრდა – 6 % - 13 %.
სოციალური პირობების გაუმჯობესება –5 %, -12 %;
კომუნალური გადასახადების შემცირება – 4 % _ 16 %;
საარჩევნო კამპანიის პერიოდში დაცემული დაპირების შესრულება – 4 % , - 5 %;
სოფლის მეურნეობის განვითარება – 4 %, _ 12 %;
დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება – 3 % - 9 %;
ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება – 3 %, - 5 %;
ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა – 2 % - 9 %.
კითხვაზე: „საქართველოს მთავრობამ რომელ სფეროში უნდა გაატაროს რეფორმები?“ პირველ, მეორე და მესამე რიგში, გამოკითხულთა პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
ეკონომიკაში – 34 %-ის აზრით, რეფორმები პირველ რიგში უნდა გატარდეს, 27 %-ის აზრით, ეს მეორე რიგის ამოცანა უნდა იყოს, 17 % კი ფიქრობს, რომ აღნიშნულს მთავრობამ მესამე რიგში უნდა მიხედოს;
ჯანდაცვაში - 24 %, 25 %, 21 %;
სასამართლო – 13 %, 10 %, 11 %;
განათლება – 8 %, 11 %, 13 %;
თავდაცვა – 6 %, 7 %, 9 %, პენიტენციალური სისტემა – 5 %, 6 %, 7 %, სოფლის მეურნეობა – 3 %, 3 %, 2 %;
ადგილობრივი მთავრობა 3 %, 5 %, 7 %;
გარემოს დაცვა – 1 %, 2 %, 3 % და ენერგეტიკა _ 1 %, 2 %, 2 %.
IRM-მ საქართველოში მორიგი კვლევა 9-დან 21 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო ასაკის მქონე 1 500 პირი, პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა. კვლევის შედეგები მედიასაშუალებების მეშვეობით დღეს გამოქვეყნდა.