ივერიონი / ირანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ირანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ირანში 5,5 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ავრცელებს.


მიწისძვრის შედეგად  რვა ადამიანი დაიღუპა,  12 კი დაშავდა. სააგენტო ასევე იუწყება, რომ აღმოსავლეთში მდებარე სამხრეთ ხორასნის პროვინციაში, ზოჰანის რაიონში შენობები დაინგრა.


ირანის საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის დირექტორის მოადგილის ცნობით, მაშველების ჯგუფები ჩადიან დაზარალებულ რეგიონში, სადაც დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, მეტი იყოს.

6-12-2012, 17:24
უკან დაბრუნება