“სამწუხაროდ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია". ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება პროცესები ქვეყნის შიგნით და საქართველოს საზღვრებს გარეთ.
მისივე განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად გამოცხადდეს.
,, რა მოხდება ქვეყნის შიგნით და რა მოხდება ქვეყნის გარეთ მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. იგივე ეხება ნატოს. გუშინ, იცით, ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისია. სამწუხაროდ, ახალი ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. არაფერი არ არის დაკარგული. შევძლებთ, რომ ქვეყნის შიგნით გადავხედავთ პოლიტიკას საერთაშორისო ურთიერთობებში და შევძლებთ, რომ კვლავ წინსვლა გავაგრძელოთ", _ განაცხადა პრეზიდენტმა.