ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი, რომელიც სასჯელს ნარკოტიკების მოხმარება-გადატანისთვის იხდიდა, გათავისუფლებულია.
მან ორწლიანი პატიმრობის შემდეგ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა.
ხარძიანს 8 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ საპატრიარქოს შუამდგომლობის საფუძველზე პრეზიდენტმა შეიწყალა.
ციხიდან გამოსული ბიზნესმენი სამართლებრივი გზით ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და უახლოეს მომავალში პროკურატურაში იმ პირთა პასუხისმგებლობის მოთხოვნით შეიტანს განცხადებას, ვისაც მის დაპატიმრებასა და მისი ბიზნესის ("კუს ტბის") ძალით გადაფორმებაში ადანაშაულებს.
ხარძიანი მის დაპატიმრებაში იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, ზონდერ ჯგუფების ხელმძღვანელს გია უდესიანს და დავით კეზერაშვილს ადანაშაულებს.
ბიზნესმენი 2010 წელს დააკავეს და მას დღემდე ბრალი არ უღიარებია.