ივერიონი / გოგა ხაჩიძე: ვანო, შენთან ვარ!

გოგა ხაჩიძე: ვანო, შენთან ვარ!

“ყურადღება!


ეს ჩემი წინა „პოსტია“. 5 წუთის წინ დამირეკა მამაჩემმა და მითხრა, რომ ახლა გადასცეს ფინანსთა სამინისტროს რომელიღაც სამსახურის ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი უძრავი ქონება სრულად დაყადაღებულია. არა რაა, რაღაც არსებობს!...


ვანო, შენთან ვარ!”-ეს არის საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის განცხადება „ფეისბუქის“ საკუთარ გვედზე.


მოგვიანებით, ხაჩიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერედზე აქვეყნებს შემდეგი ტიპის განცხადებას: „ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ჩვეულებრივი საგადასახადო პროცედურებია. აღარ მინდა ყველაფერი პოლიტიკური ზეწოლის ჭრილში განვიხილო. სავარაუდოდ, რაღაცაა გადასახდელი და ადმინისტრირება ხორციელდება.


გავერკვევი და თქვენც გაგარკვევთ. მანამდე კი არ ღირს ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა“.


როგორც ჩანს, მის მიმართ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მისი მშობლების სახლი გაჩრიკეს.


ხაჩიძის  ბოლო განცხადება ძალიან შერბილებულია,  თუ გავითვალისწინებთ, მის ბოლოდროინდელ ხმამაღალ განცხადებებს, რომ ხელისუფლება  მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

7-12-2012, 11:43
უკან დაბრუნება