ივერიონი / შემოსავლების სამსახურმა გოგა ხაჩიძის მამის ქონება დააყადაღა

შემოსავლების სამსახურმა გოგა ხაჩიძის მამის ქონება დააყადაღა

შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის მამას ქონება დაუყადაღეს. ქონების დაყადაღება მიწის გადასახადის გადაუხდელობამ განაპირობა.


შემოსავლების სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.


მშობლების ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გოგა ხაჩიძემ სოციალური ქსელების მეშვეობით გუშინ გაავრცელა.

7-12-2012, 11:49
უკან დაბრუნება