სამხრეთ ფილიპინებში კუნძულ მინდანაოზე ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება კიდევ 400 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. AFP მონაცემებზე დაყრდნობით, დაღუპულთა რაოდენობა 500 აღწევს.
ტაიფუნი „ბოფა“ ფილიპინებს 4 დეკემბერს დილით დაატყდა თავს. ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა.
წყალდიდობამ ყველაზე მეტად ქალაქ ნიუ ბატაანის მოსახლეობა დააზარალა.
ოფიციალური მონაცემებით, კომპასტელას ხეობაში 215 ადამიანია დაღუპული. დავაოს პროვინციაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 215-ს აღწევს.
300-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.
2011 წლის დეკემბერში კუნძულ მინდანაოზე ტაიფუნის შედეგად 1200 ადამიანი დაიღუპა.