ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდნენ.
როგორც დავით უსუფაშვილმა შეხევდრის შემდეგ განაცხადა, მან ევროპელ დიპლომატებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარება გააცნო.
„ევროპელ დიპლომატებს ვესაუბრე იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს ახალი ხელისუფლება პრეზიდენტის მხარდაჭერას. მათ განვუცხადე, რომ ვისურვებდი ეს ურთიერთობა უფრო მყარი და ძლიერი გამხდარიყო. ევროპელმა დიპლომატებმა თავისი პოზიცია გაგვაცნეს. მათ გარანტიები სჭირდებათ, რომ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.