პრაიმტაიმში გამართულ პრესკონფერენციაზე ობიექტივის ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც ორი თვის განმავლობაში მედიით ვრცელდებოდა, ცილისწამებაა.
„ 2 თვის განმავლობაში მედიით ვრცელდებოდა ისეთი დეზინფორმაციები, თითქოს “ობიექტივმა” 2 მილიონი მიიღო და რომ ჩვენ მერაბიშვილის აგენტები ვიყავით. პირიქით, ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ მერაბიშვილის მოხსნაში. ეს არის ცილისწამება და კარგად ორგანიზებული კამპანია, რომელსაც დამკვეთები ჰყავს“, - განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მედია არ შეწყვეტს დეზინფორმაციის გავრცელებას, რეპუტაციის შელახვისთვის ის სარჩელს სასამართლოში შეიტანს.