ივერიონი / კახა გეწაძე: ახალმა მთავრობამ ერთი წაკითხვით გადაწყვიტა ჩემი ბედი

კახა გეწაძე: ახალმა მთავრობამ ერთი წაკითხვით გადაწყვიტა ჩემი ბედი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება იმერეთის გუბერნიის მაღალჩინოსნების მიერ ორგანიზებული პროვოკაცია იყო.


„ეს პროვოკაცია კარგად  შეთითხნილი და თაროზე შემოდებული იყო,  რათა გარკვეულ მომენტში ჩემზე ზეწოლა მოეხდინათ. საქმეში არ იყო ექსპერტიზის დასკვნები, რასაც ვითხოვდი, მაგრამ უარი მივიღე“, - აცხადებს გეწაძე.


კახი გეწაძე უკმაყოფილებას გამოთქვამს ახალი მთავრობის მისამართით და ამბობს, რომ მათ დასკვნა საქმის განხილვის გარეშე გამოიტანეს.


„საქმე წინა მთავრობის დროს  იყო დაწყებული, მაგრამ სანახევროდ შესრულებული. ახალმა მთავრობამ ეს დაუმთავრებელი საქმე აიღო და მის განხილვას ერთი კვირაც არ მოანდომა. მთავრობამ ჩემი ბედი ერთი წაკითხვით გადაწყვიტა“, - განაცხადა გეწაძემ.


მისივე განცხადებით, იგი კვლავ ინარჩუნებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას.

7-12-2012, 14:26
უკან დაბრუნება