საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ებრაელთა მსოფლიო კონგრესის დელეგაციის წევრებს - გაბრიელ მირილაშვილს და შაფთაი ცურს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯამლეთ ხუხაშვილი.
მხარეებმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
„ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა - მაგალითი იმისა, თუ როგორი მეგობრობა შეუძლია ორი ქვეყნის ერს, რა დიდი ისტორია გვაქვს და რაოდენ დიდია სურვილი, რომ ეს ისტორიული მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.