ამერიკის თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით, არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ბაშარ ალ ასადის მთავრობა მეამბოხეთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს.
ამ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
რამდენიმე დღით ადრე ეს ინფორმაცია მედიის საშუალებით გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სირიის მთავრობა მომწამლავი გაზის გამოყენებას გეგმავს და მიმდინარეობს ამისთვის მზადება.
" ორი აზრი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ ინფორმაციით. დამასკოსში მეამბოხეების წარმატების შემთხვევაში, ასადის რეჟიმი, სავარაუდოდ, ქიმიურ იარაღს გამოიყენებს", - აცხადებს ლეონ პანეტა.