ივერიონი / ნიკოლოზ მჟავანაძე "თი-ბი-სი ბანკისგან" ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს

ნიკოლოზ მჟავანაძე "თი-ბი-სი ბანკისგან" ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე "მაესტროს"  პრესკლუბში "თი-ბი-სი ბანკის" მხრიდან "ელიტ-ელექტრონიქსის" მფლობელზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.


"ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ ანგარიში, სადაც ნაჩვენებია, თუ რა გაუკეთა "თი-ბი-სი ბანკმა" ანზორ ქოქოლაძეს. ამ განცხადებამ გააღიზიანა ბანკი და ჩვენთვის ძალიან შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია "უფლებადამცველთა გაერთიანება", _ აცხადებს მჟავანაძე.


მისივე თქმით, რადგან ბანკის ამ განცხადებამ ისინი შეურაცხყო, აპირებენ სასამართლოში სარჩელის შეტანას პატივისა და ღირსების შელახვის გამო და საინფორმაციო საშუალებებით ბოდიშის მოხდას.

7-12-2012, 15:19
უკან დაბრუნება