უკრაინის გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ბატკივშჩინამ“ 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატად იულია ტიმოშენკო წარადგინა.
ეს გადაწყვეტილება „ბატკივშჩინამ“კიევში, ოპოზიციის გაფართოებულ შეხვედრაზე მიიღო. ტიმოშენკოს კანდიდატურა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა წარმოადგინა, რომელმაც თქვა, რომ ტიმოშენკოს შესახებ გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო რამდენიმე თვეში მიიღებს და ის შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად იულია ტიმოშენკო პატიმრობაში იმყოფება. ის სასჯელს გა-ზის კონტრაქტების ხელმოწერისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბე-ბისთვის იხდის.