ივერიონი / პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

ქუთაისში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  უმრავლესობის წევრებს ხვდება.

 

პრემიერის  განცხადებით, საუბარი შეეხება კოორდინაციასა და ურთიერთობას პარლამენტსა და მთავრობას შორის. ასევე აქცენტი გაკეთდება იმ დიდ რეფორმებზე, რომლის გატარებასაც ხელისუფლება დეკემბერში აპირებს. 

 

„პარლამენტსა და მთავრობას შორის მაქსიმალური კოორდინაცია უნდა იყოს. მნიშვნელოვანია ასევე დისციპლინა. ალბათ, 10-15 წუთიანი გამოსვლა მექნება და ამის შემდეგ შეკითხვებს ვუპასუხებ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

ვიცე-სპიკერის  მანანა კობახიძის  განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნისთვის  აქტუალურ თემებს შეეხება, როგორც საშინაო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით. 

 

შეხვედრა მედიისთვის ღია არ არის და ის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. 

 

8-12-2012, 11:02
უკან დაბრუნება