ივერიონი / დავით ზალკანიანი ბორის სილევიჩს შეხვდა

დავით ზალკანიანი ბორის სილევიჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელ ბორის სილევიჩს შეხდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები და მათი  ევროპის საბჭოს ძირითად მიზნებსა და პრინციპებთან თანხვედრა განიხილეს.

 

დავით ზალკალიანმა ბორის სილევიჩს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები გააცნო. 

 

შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქუტურებში საქართველოს ინტეგრაციის თემა განიხილეს.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ იმედი გამოთქვეს.

 

8-12-2012, 11:09
უკან დაბრუნება