ივერიონი / მანანა კობახიძე: ნანუაშვილი ღირსეული სახალხო დამცველი იქნება

მანანა კობახიძე: ნანუაშვილი ღირსეული სახალხო დამცველი იქნება

პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველად დანიშვნას მიესალმება და ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. 

 

 „ახალი სახალხო დამცველისგან  საკმაოდ კვალიფიციურ მუშაობას ველოდებით. უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა  დაცვის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონეა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ექნება ადამიანის უფლებების დარღვევას, ველოდებით სათანადო კრიტიკასა და ოპონირებასაც. ის მეტად კვალიფიციური  და მიუკერძოებელი ადამიანია. იმედი მაქვს, რომ  იგი ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად  ღირსეული სახალხო დამცველი იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.  

 

8-12-2012, 12:11
უკან დაბრუნება