საპარლამენტო უმცირესობამ პოლიტმატიმართა სია დაიწუნა და განაცხადა, რომ სიის ჩამატება არაკონსტიტუციური ქმედება იყო.
„გუშინ უმრავლესობამ ჩაამატა პოლიტმატიმართა სია, რომელიც, ვთვლით, რომ უპასუხისმგებლო საქციელი და არაკონსტიტუციური ქმედება იყო, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს“, -განაცხადა პარლამენტის წევრმა თინა ბოკუჩავამ.
უმცირესობამ მოიწონა ამნისტიის პროექტი და ჰუმანურობის თვალსაზრისით იგი დადებითად შეაფასა.