თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გამომძიებლმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინება წარადგინა.
როგორც ცესკო-ს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, განჩინების თანახმად, გამოძიებას უფლება ჰქონდა ამოეღო მოქალაქეების - ლევან მაისურაძისა და გოჩა წერეთლის 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები.
ცესკო-ს ინფორმაციით, კომისიამ გამომძიებელს მოთხოვნილი ინფორმაცია წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ე.წ. „სამაგიდო“ სიაში ზემოხსენებული პიროვნებების სახელისა და გვარის გასწვრივ გრაფებში ხელმოწერები არ იყო დაფიქსირებული.