ივერიონი / საპატრულო პოლიციამ გარემოვაჭრეთა აქცია დაშალა

საპატრულო პოლიციამ გარემოვაჭრეთა აქცია დაშალა

 

ნავთლუღის ბაზართან გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს და გარევაჭრობის დაკანონებას ითხოვდნენ, თუმცა საპატრულო პოლიციამ აქცია დაშალა. 

 

გარემოვაჭრეებს პროტესტს შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი ალეკო შალამბერიძე, რომელმაც "ივერიონთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეიცვალა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ამ ადამიანების სასარგებლოდ არაფერი გაკეთებულა.

 

"ჩემი მოთხოვნაა დაკანონდეს გარევაჭრობა და ამ ადამიანებს ახალი წლის დღეებში მიეცეთ ვაჭრობის საშუალება. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. იმედი მაქვს, რომ სხვა ორგანიზაციებიც მხარს დაგვიჭერენ, მათ შორის "ქართული ოცნებაც", რადგან ამ ადამიანების ოცნებაა იცხოვრონ უკეთეს პირობებში", - განცხადა შალამბერიძემ. 

 

8-12-2012, 13:39
უკან დაბრუნება