ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის რეგიონში არსებულ პრობლემებზე, კერძოდ, იპოთეკურ კრედიტებზე. ივანიშვილის თქმით, არნიშნული პრობლემის ნაწილობრივ შესამსუბუქებლად მუშაობა უკვე დაწყებულია.
"ამ პრობლების გადაჭრას აჭარიდან ვიწყებთ, უახლოესი ერთ კვირის შემდეგ მუშაობის დაწყება მთელ საქართველოში იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.