გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას ადვოკატმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ არ დაადასტურა ნარკოტიკული ნივთიერებების არსებობა, ხელისუფლება გუნავას დაპატიმრების გამართლებას ცდილობს.
ადვოკატი მოუწოდებს პროკურატურას, რომ დამატებით მტკიცებულებებს გაეცნონ და საქმე საფუძვლიანად გამოიძიონ.