ივერიონი / ახალ მთავრობას მეტი დისციპლინა სჭირდება!

ახალ მთავრობას მეტი დისციპლინა სჭირდება!

უმრავლესობამ მიიღო პრემიერ-მინისტრის შენიშვნა, რომ მთავრობაში კოორდინაცია სუსტია. ისინი თვლიან, რომ დისციპლინის საკითხი უსათუოდ უნდა მოგვარდეს.

 

"ეს ორივე პოლიტიკური ხელისუფლების ვალდებულებაა. ჩვენ დემოკრატიული ხელისუფლება ვართ და ვაპირებთ შენიშვნებისა და კრიტიკის გათვალისწინებას. ვაცნობიერებთ, რომ ახალმა უმრავლესობამ, რომელსაც გამოცდილება არ გვაქვს, დისციპლინის საკითხი უნდა მოვაგვაროთ", - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილმა დისციპლინისა და განცხადებების შეუთანხმებლად გავრცელების საკითხი დღეს, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე დასვა.

 

8-12-2012, 15:12
უკან დაბრუნება