საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 54 % მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. ამ თანამშრომლობაში საშიშროებას მხოლოდ 6 % ხედავს.
გამოკითხულთა 35% მნიშვნელოვან პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს, 28% – უკრაინას. რესპოდენტთა 72% საშიშროებას რუსეთთან ურთირთობაში ხედავს, 28% კი სწორედ რუსეთს მიიჩნევს მნიშვნელოვან პარტნიორად. 22% თვლის, რომ ასეთი პარტნიორი აზერბაიჯანი შეიძლება იყოს.
12% თურქეთს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად. აქედან 7 % მასში საშიშროებას ხედავს. 9% – სომხეთს დადებითად აფასებს, ხოლო 3 %-ს მასთან პარტნიორობა გაუმართლებლად მიაჩნია.
96% საქართველო–ამერიკის ურთიერთობას დადებითად აფასებს, 82% კი თვლის, რომ რუსეთ–საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა არახელსაყრელია.
რესპოდენტთა 86 % იმედოვნებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობა გაუმჯობესდება.
94% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის გამართვას. გამოკითხულთა 82% დადებითად ხვდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. 47 % თვლის, რომ აგრესია რუსეთიდან გრძელდება. 19 % მიიჩნევს, რომ აგრესია შეჩერებულია და შეიძლება განახლდეს. 23%-ის აზრით, რუსეთის აგრესია შეწყდა და მეტად აღარ გაგრძელდება.
სოციოლოგიური გამოკითხვებში სულ 1500 რესპონდენტი იღებდა მონაწილეობას.