ივერიონი / ქარიშხალ სენდისგან დაზარალებულთა დასახმარებლად 60 მილიარდი გამოიყოფა?!

ქარიშხალ სენდისგან დაზარალებულთა დასახმარებლად 60 მილიარდი გამოიყოფა?!

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს ქარიშხალ სენდის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად  60,4 მილიარდი დოლარის გამოყოფის  თხოვნით მიმართა. ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.

 

კონგრესის ქვემო პალატის თავმჯდომარის ჯონი ბეინერის მისამართით პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაგზავნილ წერილში ჩამოთვლილია  სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანებები. ასევე ნათქვამია, რომ ზარალის  ძირითადი ნაწილი  სადაზღვევო კომპანიების მიერ იქნება დაფარული, თუმცა, მიხედავად ამისა, ბიუჯეტს მაინც ესაჭიროება დამატებთი თანხები დაზარალებული შტატების აღსადგენად.  

 

შეგახსენებთ, რომ ქარიშხალი სენდი აშშ-ს 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად 113 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

8-12-2012, 18:11
უკან დაბრუნება