ივერიონი / დეიმონი და ბოლდუინი კემერონს ფილმის გადაღებაში დაეხმარებიან

დეიმონი და ბოლდუინი კემერონს ფილმის გადაღებაში დაეხმარებიან

მეთ დეიმონი, ალეკ ბოლდუინი და დონ ჩიდლი დოკუმენტური ფილმის „ცხოვრებისთვის საშიში წლები“ გადაღებაში მიიღებენ მონაწილეობას. ფილმის პროდიუსერი ჯეიმს კემერონია. ინფორმაციას საიტი  The Wrap ავრცელებს. 

 

ფილმი ადამიანის ცხოვრებაზე  ბუნებრივი კატაკლიზმების ზემოქმედების შესახებ მოგვითხრობს. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულებზე ჰოლივუდის ვარსკვლავები ისაუბრებენ.

 

შესაძლოა ფილმში ედვარდ ჰორტონიც ვიხილოთ. 

 

ფილმი „ცხოვრებისთვის საშიში წლები“ ტელეკომპანია Showtime-ის ეთერით იქნება ნაჩვენები. ფილმის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

8-12-2012, 19:08
უკან დაბრუნება