ივერიონი / ძარცვაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს

ძარცვაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს

ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ჯგუფურ ძარცვაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს.

 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

2012 წლის 24 ოქტომბერს  ჯანო მ.-მ, ირაკლი ჯ.-მ და ოლეგ ც.-მ ვარკეთილის მასივის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ ეთერ ინაურსა და  ლუიზა ანდრიასოვას და ძალის გამოყენებით  ხელჩანთები და ქურთუკი გასტაცეს. ხომლელის ქუჩაზე მომხდარი ძარცვის ფაქტი ერთ-ერთი მაღაზიის გარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

 

სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული ოლეგ ც. ამა წლის 8 ნოემბერს, ხოლო მისი ორი თანამზრახველი 7 დეკემბერს დააკავეს.

 

დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

 

სისხლის სამართლის საქმე  აღიძრა 178 მუხლის მე-3 ნაწილით (ძარცვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

9-12-2012, 11:40
უკან დაბრუნება