კორუფციისადმი ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დღეს კვლევის "ინფორმაციის თავისუფელება საქართველოში - 2011 წელი" პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაზე, რომელიც "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება, განიხილება მონიტორინგის შედეგები, რომელიც საია-მ 40 საჯარო დაწესებულებაში განახორციელა.
კვლევა განხორცილებულია ფონდ "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ დაფინანსებული პროექტის "გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში.
შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.