ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ებრაელებთან თანაცხოვრების უწყინარი კულტურა გაგვაჩნია

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ებრაელებთან თანაცხოვრების უწყინარი კულტურა გაგვაჩნია

გუშინ საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სინაგოგას ესტუმრა ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით სანთლის ანთების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ებრაელებს ხანუქობა მიულოცა.

 

პრემიერ-მინისტრთან  ერთად სინაგოგაში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძეც იმყოფებოდა.

 

"ჩვენ თანაცხოვრების უწყინარი კულტურა გაგვაჩნია. 26 საუკუნის განმავლობაში ამ ორ ერს შორის ელემენტარული გაუგებრობაც არ ყოფილა. მე მთელი სულით და გულით ვულოცავ ებრაელს ერს ხანუქას დღესასწაულს და ვუსურვებ, რომ მალე დასრულებულიყოს ყოველგვარი გაუგებრობა, რაც დღეს ისრაელში არსებობს. ისრაელს დაებრუნებინოს ისტორიული ტერიტორიები და აეღორძინებინოს საკუთარი ისტორიული სამშობლო", - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერმა ებრაელ ხალხთან დაკავშირებულ საკუთარ ოცნებებზეც ისაუბრა და აღნიშნა: "ჩემი დიდი ოცნებაა, საქართველო ისე აღორძინდეს, რომ ჩვენთან არანაკლები ებრაელი ცხოვრობდეს, ვიდრე 40 წლის წინ ცხოვრობდა. მე ვისურვებ, რომ ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრობა აგვეყვანა ყველაზე დიდ სიმაღლეზე". 

თავის მხრივ, ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა პრემიერს მადლობა გადაუხადა. 

 

9-12-2012, 12:11
უკან დაბრუნება