საქართველოს პრეზიდენტი კრაკოვში საერთაშორისო კონფერენციაზე "პოლონეთი და მსოფლიო 21-ე საუკუნეში" სიტყვით გამოვიდა.
სააკაშვილმა ყურადღება საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობაზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საქართველოს პრეზიდენტმა დელეგატების შეკითხვებსაც უპასუხა.
გარდა ამისა, კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე, მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დირკ ბრენგელმანმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობებსა და პერსპექტივაზე ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტად დარჩება და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი კვლავაც გაგრძელება.